ამერიკულმა Conti International-მა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება
ამერიკული Conti Internationa- კვლავ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აქციონერად რჩება,- აღნიშნულ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,"-აცხადებენ კონსორციუმში.
როგორც "ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "კონტი ჯგუფი" კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული "კონტი ჯგუფი", რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" 42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.
"ინტერპრესნიუსი"