რუსეთში, სამხედრო ნაწილში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები
რუსეთში, ტრანსბაიკალის რეგიონში, ჯარისკაცმა სამხედრო ნაწილში ცეცხლი გახსნა. დაღუპულია 7 და დაჭრილია 2 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცი უკვე დააკავებულია. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს ნერვული პრობლემები ჰქონდა.
"ინტერპრესნიუსი"