ავარიას კახეთის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავარიას კახეთის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი - მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"