"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა" - რას ამბობს მეუფე გრიგოლი ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა" - რას ამბობს მეუფე გრიგოლი ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებაზე?

"ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი, მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს თუ ნახევარ სიმართლეს. ეს მან იცის და მას უნდა ჰკითხოთ. მას უნდა ჰკითხოს ალბათ, სინოდმა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი თემაა და განხილვის საგანი უნდა გახდეს.

"მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაზეც საუბარია, ალბათ, უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს მსჯელობის ღირსად ამ თემას", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

"პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური", - განაცხადა მეუფე იაკობმა. იხილეთ მეიფე იაკობის განცხადება

იხილეთ ასევე: "მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს"

"ინტერპრესნიუსი" მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს"