მეუფე იაკობი: "ქორეპისკოპოსობიდან გადავდექი"
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
“მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში,“ - აღნიშა მეუფე იაკობმა.