I ll be back - პრეზიდენტის ვებგვერდი დაჰაკეს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი დაჰაკეს. ვებგვერდზე შესვლისას, ჩნდებოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები)
საიტის ჰაკერული შეტევიდან რამდენიმე წუთში პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი გაითიშა.
როგორც ცნობილია, ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი საქართველოს სასამართლოების ვებგვერდი და ადგილობრივი თვითმმართველობების საიტებიც გახდა.