დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენ იმ არჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!" - წერს ტრამპი.
გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი, რომლის ფოტოც ტრამპმა გამოაქვეყნა, გაქცეულ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.
"ინტერპრესნიუსი"