"გვი­თხრა, აღარ ვა­პი­რებ ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნა­სო" - ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"გვი­თხრა, აღარ ვა­პი­რებ ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნა­სო" - ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მის ცხედარს ცხვარიჭამიის ტყეში, ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.

სანდრო ბერაძეს ოჯახი 3 დღე ეძებდა. სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიცია მონაწილეობდა. როგორც 29 წლის ბიჭის დედა, ნინო ლოლაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობდა, შვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაზეც მამას ესაუბრა:

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა... დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო" - უთხრა "კურიერს" სანდრო ბერაძის დედამ.

"ინტერპრესნიუსი"