მუცო ევროპის რჩეული ძეგლი გახდა! - კვირის პალიტრა

მუცო ევროპის რჩეული ძეგლი გახდა!

29 ოქტომბერს პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელი მუცო ევროპის "საზოგადოების რჩეული" ძეგლი გახდა.

2019 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ციხე-სოფელ მუცოს საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა უკვე მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გამარჯვებული გახდა, ასევე მუცო დასახელდა იმ 27 ძეგლს შორის, რომლებსაც ევროპის საზოგადოების რჩეული ძეგლის ტიტულისთვის უნდა ებრძოლათ. გამარჯვებული საზოგადოების ხმის მიცემით გამოვლინდებოდა.

ივნისიდან "საყდრისის კომიტეტმა" დაიწყო კამპანია "ჩემი ხმა მუცოს", რომელიც მიზნათ ისახავდა მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

კამპანია "ჩემი ხმა მუცოს" ფარგლებში ივნისიდან სექტემბრამდე ხმა მივაწვდინეთ 84,393 ადამიანს.

პოსტერი სპეციალურად კამპანია "ჩემი ხმა მუცოსთვის" დამზადდა.

პოსტერის ავტორი: თეა ბექაური

იხილეთ ასევე: "ჩემი ხმა მუცოს!"