ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მანქანიდან ამოყვანა ვერ ხერხდება - რა მოხდა სოფელ ჭალადიდში? - კვირის პალიტრა

ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მანქანიდან ამოყვანა ვერ ხერხდება - რა მოხდა სოფელ ჭალადიდში?

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მანქანიდან ამოყვანა ვერ ხერხდება.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მანქანიდან ამოყვანა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მას კიდურები აქვს დაზიანებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

"ინტერპრესნიუსი"