როგორია პატრიარიქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უხელმძღვანელებს თუ არა ის ხვალ სინოდის სხდომას? - კვირის პალიტრა

როგორია პატრიარიქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უხელმძღვანელებს თუ არა ის ხვალ სინოდის სხდომას?

პატრიარქი ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას, - ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც უსიამოვნო მითხრეს, გამეორებაც არ მინდა. პატრიარქი მშვენივრად არის. მისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, ისე, როგორც იყო, სანამ გაციების ვირუსი ექნებოდა. ახლა კარგადაა, ჩვეულებრივ შრომით რეჟიმშია. დღეს დილით ვიყავი და ვნახე მისი უწმინდესობა. ასე რომ, ყველაფერი ნორმალურად და კარგად არის", - განაცხადა ცისანა შარტავამ

"ინტერპრესნიუსი"