სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ამოიყვანეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ამოიყვანეს. ის სამედიცინო ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მას კიდურები აქვს დაზიანებული.

მძღოლის მანქანიდან ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

"ინტერპრესნიუსი"