მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული პეტრე ცაავა პატრიარქმა შიომღვიმის მონასტერში განაწესა - კვირის პალიტრა

მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული პეტრე ცაავა პატრიარქმა შიომღვიმის მონასტერში განაწესა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

"ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.

მონასტრის ადგილად განესაზღვრის შიომღვიმე" - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.