სამების ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას ილია მეორე აღავლენს - წირვას სალომე ზურაბიშვილი ესწრება
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ , პატრიარქი მრევლს ტრადიციული საკვირაო ქადაგებით მიმართავს.
"ინტერპრესნიუსი"