კინოთეატრ "ამირანთან" მისულ დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
კინოთეატრ "ამირანთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.
კინოთეატრ "ამირანთან" "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობენ
"ინტერპრესნიუსი"