მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას გეგმავს
თბილისის მერია 2020 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე უკვე დაწყებულია.
"მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე", - განაცხადა ბითაძემ.
როგორც ცნობილია, ამჟამად ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირისა და გლდანში - ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.