"ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს - კვირის პალიტრა

"ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს

საოკუპაციო ძალების მიერ  ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩოხის კალთის დამცველების ხმა ხომ არ ისმის სადმე?სანამ ყირაზე გადადიან და მთელი პოლიცია მოცდენილი ჰყავთ თავიანთი ხუშტურებით, ეს ადამიანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა უხმოდ და როგორც ჩანს, მისი გატაცების ამბავიც უხმაუროდ უნდოდათ ჩავლილიყო. სად არიან კარიკატურული გმირები? გვაჩვენონ ნამდვილ ქართველთა ვაჟკაცობა. პირადი მაგალითი გადამდებია და გეობა გადაგვედებაო... ხოდა, იქნებ პირადი მაგალითით გვაქციონ გმირებად" - წერს ნათია ფაანჯიკიძე

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე: ზურაბ ტუხიაშვილი, რამაზ ზადიშვილი და დავით მიშელაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, სამივე მათგანი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება..

საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი დღის წინ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკა.

შეგახსენებთ,ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას დააკავეს, რაც შეეხება დავით მიშელაშვილს, ის გრემისხევიდან გაიტაცეს.

რაც შეეხება ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

წყარო