როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-20 ნოემბერს
20 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობაში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში, 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.