სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს
სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: "სირცხვილია", "საქართველო".
ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყო.
პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან უკვე ცარიელია.