გამოკითხულთა უმრავლესობა ზურაბიშვილის, გახარიასა და თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი - IRI-ის კვლევის შედეგები
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.
უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70 % ასახელებს და მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს.
7 % ირჩევს კატეგორიას: "არ ვიცი/არ ვპასუხობ".
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 39 % მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49 % კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2 % ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს, 25 % კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10 %-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15 % კი ირჩევს კატეგორიას: "არ ვიცი/არ ვპასუხობ".
"ინტერპრესნიუსი"