"კერპთაყვანისცემლობა ხომ არ დავაბრუნოთ?" - საგარეჯოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის პლაკატი გამოაკრეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საგარეჯოში გამართული ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც კედლებზე გაკრული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ექს-პრეზიდენტის პლაკატები ჩანს.
"საგარეჯოში იორმუღანლოში ქორწილი დღეს. ვულოცავ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პოსტს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილს დაბრუნებას და სამშობლოს გადარჩენას თხოვენ, თუმცა ფოტოებს აქვს უარყოფითი კომენტარებიც, რომელთაგან ერთ-ერთმა ექს-პრეზიდენტი გააღიზიანა.
- "სასწრაფოდ შევიძენ და ჩამოვიკიდებ ოთახში! კიდევ კარგი გვითხარით!"
- "ქორწილში ვინმეს პარტიული (რომელი პარტიაც არ უნდა იყოს) ნიშნები რატომ უნდა ჰქონდეს გამოკრული? ბატონო მიხეილ, ეს არაა გზა ევროპისკენ და ასეთი საქართველო ნაღდად არ გვჭირდება"
- "მიშას ფოტო ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს. ის რომ არა საქართველო დღემდე ნაგავში იქნებოდა საიდან ამოგვიყვნა არ დაგვავიწყდეს"
- "ასე უნდოდა მასპინძელს და ვისი რა საქმეა. იქნებ სხვასაც არ მოსწონს ოცნების აუტანელი სიმბოლო, მაგრამ ვიტანთ გაჭირვებით"
- "ისა და ბარემ აქვე კერპთაყვანისცემლობა ხო არ დავაბრუნოთ. მაგრად გაუსწორდებათ ჩვენს წინაპრებს"
- "ასეთი ფანატიზმი მოგწონთ? ვინც არ უნდა იყოს ფოტოზე... საშინელი გრძნობა იქნებოდა ჩემთვის..."
ეს ბოლო კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა უპასუხოდ ვერ დატოვა: "იდიოტობა დაწერეთ!" - წერს სააკაშვილი.