ახალციხე - ადიგენის გზაზე ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა.