ენგურის ხიდი ჩაიკეტა - რას აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები
გალში მცხოვრებთა ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაიკეტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ხიდზე მომოსვლა ორი საათის წინ აიკრძალა.
"ორი საათის წინ გადაკეტილი იყო. ჩემმა ოჯახის წევრებმა გადასვლა ვერ შეძლეს. როგორც ამბობენ, ხიდის ჩაკეტვა სოხუმში მკველობას უკავშირდება",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე უკანონო შეზღუდვების დაწესება ცხელი ხაზის მეშვეობით არ დაადასტურეს.
"ინტერპრესნიუსი"