რას ამბობენ სუს-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სოფელ ძარასთან რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული - კვირის პალიტრა

რას ამბობენ სუს-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სოფელ ძარასთან რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ სოფელ ძარასთან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უკანონოდ არის განლაგებული საოკუპაციო ძალები და სამხედრო ტექნიკა, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ პერიოდულად ტარდება უკანონო სამხედრო წვრთნები.

"ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი", - აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსი"