წნორში, ბოდბისხევის ბაზართან ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

წნორში, ბოდბისხევის ბაზართან ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ

წნორში, ბოდბისხევის ბაზართან , დაძაბული სიტუაციაა. სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" აქტივისტები დახვდნენ და არ აძლევენ საშუალებას კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტები" ჩატარებას.

მათ შორის არიან ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები. ისინი ითხოვენ, რომ ელისაშვილმა ტერიტორია დატოვოს. ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. ალეკო ელისაშვილი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია