"შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით - შეთანხმება მიღწეულია" - კვირის პალიტრა

"შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით - შეთანხმება მიღწეულია"

პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება ერთიანი პოზიცია,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების“ ოფისთან, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში.

"შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პორპორციულ სისტემაზე გადასვლას. შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამ საკითხებზე, ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული ერთიანი პოზიცია.

მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

"ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

"ინტერპრესნიუსი"