საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გაირკვევა რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მაჟორიტარები - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გაირკვევა რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მაჟორიტარები

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს, 25 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები. სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შეხვედრიდან გამოსული დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი აცხადებდნენ, რომ "პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა", თუმცა ისინი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებდნენ.

მათი თქმით, ერთიანი პოზიცია შეთანხმების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება.

"ინტერპრესნიუსი" რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მაჟორიტარები