"ვინ "ჭამს" იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ და მერე ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი?!" - კვირის პალიტრა

"ვინ "ჭამს" იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ და მერე ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი?!"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ვიდრე მმართველი გუნდი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემის კანოპროექტს არ დათანხმდება, პარლამენტის პიკეტირება და მწვავე პროტესტი გაგრძელდება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა იმართება.

"ჯერ მიიღებს ამ მოდელს, რაც ყველამ შევათანხმეთ. ამ მოდელს რომ მიიღებს, მერე ჩაატაროს პლებისციტი და იმასაც მოვუგებთ აუცილებლად. სანამ უკან არ წაიღებს ამ შეურაცხყოფას და ამ მოდელს არ დათანხმდება, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი. ვინ "ჭამს" იმას, რომ 6 თვის მერე პლებისციტს ჩაატარებენ და მერე ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი?! სად არის ასე?!" - განაცხადა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, ბოკერიამ აღნიშნული განცხადება იქამდე გააკეთა, ვიდრე "ქართული ოცნების" ოფისში კახა კალაძე ბრიფინგს გამართავდა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებდა.

"ინტერპრესნიუსი"