მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე საკანი დადგეს, რომელშიც სათამაშო ზებრა გალიის კიდეს ჯაჭვით მიაბეს - კვირის პალიტრა

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა რესპუბლიკის მოედანზე საკანი დადგეს, რომელშიც სათამაშო ზებრა გალიის კიდეს ჯაჭვით მიაბეს

მოძრაობამ "გაბედე" პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელშიც, ბიძინა ივანიშვილის სურათი გააკრეს, ასევე მასში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც საკნის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ აასრულებს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, თავადაც საკანში აღმოჩნდება.

აქციის მონაწილეებმა აქვე დააანონსეს, რომ დღევანდელ მსვლელობას შეუერთდებიან.

"ინტერპრესნიუსი"