რას ამბობს ფოთის მერი მისი ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ფოთის მერი მისი ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას მერიის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ეს არის ჭორი.

"საიდან მოიტანეთ? ეს არის ჭორი. ამ წუთებში ვიმყოფები ჩემს კაბინეტში და ვმართავ სამუშაო თათბირს 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით,"- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს" გოჩა კურდღელიამ.