"გირჩის" წარმომადგენლები აქციას მართავენ "ხატებით",რომლებზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული - კვირის პალიტრა

"გირჩის" წარმომადგენლები აქციას მართავენ "ხატებით",რომლებზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობას მართავენ. მათ ხელში სანთლები და "ხატები" უჭირავთ, სადაც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.

"გირჩის" წარმომადგენლები ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ. მოგვიანებით კი აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

"ინტერპრესნიუსი"