აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება და რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პიკეტირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან არიან განლაგებულები - ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ჭიჭინაძის ქუჩებზე და უშუალოდ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 26 ნოემბერს "ქართულ ოცნებას" პარლამენტის სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

ასევე რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, აქციის მონაწილებმა კარვების გაშლა დაიწყეს. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ტერიტორიის მომზადება მიმდინარეობს, რათა აქციის მონაწილეებმა ღამის გატარება შეძლონ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "გასათბობი საშუალებები წაართვეს", ისინი შეეცდებიან, ტერიტორია მაქსმალურად მოამზადონ, რომ ღამის გათენება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოახერხოს.

დიღმელაშვილის თქმით, ტერიტორიაზე წიგნების კუთხეც გაკეთდება.

"ინტერპრესნიუსი"