"კარგით გავიგეთ რომ ივანიშვილს კასრების ეშინია" -აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კასრები ჩამოართვეს - კვირის პალიტრა

"კარგით გავიგეთ რომ ივანიშვილს კასრების ეშინია" -აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კასრები ჩამოართვეს

ინციდენტი მოხდა ამაღლების ქუჩაზე სადაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კასრები ჩამოართვეს. კასრების ჩამორთმევის პროცესში ერთმანეთს სიტყვიერად სამართალდამცველები და დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.

"ეს პოლიციელები აქამდე იყვნენ მონები, ახლა იქცნენ ყაჩაღებად, გვართმევენ ჩვენ ნივთებს და მიზეზსაც არ ასახელებენ. გვიღობავენ გზას. რა კანონის საფუძველზე ხდება ვერ გეტყვით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუმარტა, რომ „კასრების ჩამორთმევა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა, ვინაიდან კასრები შესაძლოა პიკეტირებისას ყოფილიყო გამოყენებული“.

"კარგით გავიგეთ რომ ივანიშვილს კასრების ეშინია,  "ადიალებისაც“ ეშინია? "ადიალებსაც“ ჩამოგვართმევთ? აკითხინეთ გახარიას ივანიშვილისთვის, პლედების მოტანა არაკონსტიტიციურად ხომ არ ჩაითვლება?! - ეგეც გასათბობად გვინდა, ცხელი ჩაი ხომ არ ითვლება არაკონსტიტუციურად"?!- მიმართა სამართალდამცველებს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"