"გადაციება არ ყოფილა - წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა" - კვირის პალიტრა

"გადაციება არ ყოფილა - წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა"

"ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ.

"08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა",- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"