"ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან" - კვირის პალიტრა

"ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან"

ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობაძე აცხადებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი განშტოებებით თავი წარმოაჩინა, როგორც "ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებების თუ აქტივისტების გამოყენებით და ასე შემდეგ".

"ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყურადღებაა საჭირო, უნდა დავიცვათ ეკლესია და მასთან ერთად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან.

"ინტერპრესნიუსი"