ტაქსისტი ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძოდნენ, ახლა პატარა გაბრიელს ეხმარებიან - ემოციური ვიდეო - კვირის პალიტრა

ტაქსისტი ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძოდნენ, ახლა პატარა გაბრიელს ეხმარებიან - ემოციური ვიდეო

ტაქსისტი ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად იბრძოდნენ ახლა საზოგადოებას პატარა გაბრიელის გადარჩენას სთხოვენ. ამის შესახებ ვიდეო მიმართვაში ნიკა ქართველიშვილი საუბრობს:

"მოგესალმებით ხალხო. პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რაც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, დედაჩემისთვის გააკეთეთ. ძალიან დიდი ხანია "ლაივი" არ ჩამირთავს, უბრალოდ ემოციურად არ შემეძლო მომერთა თქვენთვის. დღევანდელი ჩემი ლაივის მიზანია პატარა გაბრიელი, რომლის შესახებაც ბევრი თქვენგანისთვის არის ცნობილი. მინდა რომ, ჩემმა მეგობრებმა გაავრცელოთ ინფორმაცია პატარა გაბრიელზე. მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში.

მე და ჩემი მეგობრები ამოვედით პატარასთან, მეგობრები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი ოჯახის გვერდით იდგნენ და გვეხმარებოდნენ ყოველივეს გადატანაში და იმაში, რომ თქვენამდე მოგვეწვდინა ხმა. ამ პატარას სჭირდება ჩვენი დახმარება, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს თურქეთში და გაუკეთონ ოპერაცია, რომელიც, როგორც მშობლები გვეუბნებიან, არის სასწრაფო და მისი გადადება არ შეიძლება. გთხოვთ მე პირადად ყველას, რომ დავეხმაროთ პატარა გაბრიელს", - ამბობს ვიდეო მიმართვაში ნიკა ქართველიშვილი.

5 წლის გაბრიელ ჩიკვაიძეს მძიმე ცხოვრების გავლა უწევს. მას შუასაყრის სიმსივნე აქვს. პატარას უკვე ჩაუტარდა 3 ოპერაცია, ახლა კი მე-4 ოპერაციაა საჭირო. ერთადერთი ხსნა საზღვარგარეთ ოპერაციაა. უცხოელი ექიმები მზად არიან, რომ გაბრიელს რაც შეიძლება მალე გაუკეთონ ოპერაცია, ოჯახს კი ამის

საშუალება აღარ აქვს.

ბანკის ანგარიშები:

მიმღები: ზურაბ ჩიკვაიძე

პ/ნ: 49001013880

dabadebis TariRi: 02.09.1990

საქართველოს ბანკი

GE77BG0000000162163539

თიბისი ბანკი

GE28TB7564745064300013

ლიბერთი ბანკი

GE48LB0711184264042000