"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი 9 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი 9 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მალე ვაჟის მშობლები გახდებიან. როგორც ჩანს წყვილი მოუთმენლად ელოდება პატარას დაბადებას.

ბერამ "ინსტაგრამზე" მეუღლესთან ერთდა გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:"დღეებს ვითვლით".

ფოტოზე 9 თვის ნანუკა გუდავაძე შესანიშნავად გამოიყურება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა