როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლო დღეებში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლო დღეებში

თვის ბოლომდე თოვა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, 28, 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ღამით, თოვლია ნავარაუდევი.

როგორც დოდო გვაზავამ განაცხადა, 29 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ამავე რიცხვების განმავლობაში, დასავლეთ საქარველოში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, 28 ნოემბერს თბილისში ჰაერი 13 გრადუსამდე იქნება.