ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია! - გთხოვთ გვერდში დგომას ჩვენი კოლეგის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია! - გთხოვთ გვერდში დგომას ჩვენი კოლეგის გადასარჩენად

ანა კალანდაძე ჟურნალების "გზის" და "შინის" თანამშრომელია, მისი სიკეთით სავსე სტატიები ჩვენს საიტზეც არაერთხელ წაგიკითხავთ. ეს სტატიები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და სიყვარულით იმ საქმისადმი, რომელსაც ანა აკეთებს და გვჯერა, კიდევ დიდ ხანს გააკეთებს. ადამიანს, რომელსაც არაერთი ადამიანისთვის გაუწვდია დახმარების ხელი, ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება.

მისი კოლეგა და მეგობარი ციცი ომანიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, დადგა დრო, როცა ჩემს ანას დახმარება სჭირდება!!!! ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია! თქვენი იმედი გვაქვს!

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს მწვავე ენტეროვირუსული ინფექციისა და დისბაქტერიოზის ფონზე, გამოუვლინდა ჰიპოკალემია, (კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში), რამაც გამოიწვია გართულება გულზე.

აღნიშნული პრობლემის გამო 1-ლ აგვისტოს მოხვდა კლინიკაში, დაკარგა გონება და შეუჩერდა გულის ცემა (კარდიომონიტორინგზე აღინიშნა პარკუჭთა ფიბრილაცია). ექიმების დროული ჩარევის შედეგად, "ელექტრო შოკით" მოხდა გულის რიტმის აღდგენა (დეფიბრილაცია). მას შემდეგ ანა იმყოფება არითმოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა, სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემა კვლავ დარჩა.

ანა სისტემატურად იღებს კალიუმის შემცველ მედიკამენტებს, მაგრამ მკურნალობის მიუხედავად ორგანიზმი კალიუმს ვერ ინარჩუნებს.

სავალალო შედეგის თავიდან აცილების მიზნით, ექიმები პირველ ეტაპზე საჭიროდ თვლიან, გულის კარდიოსტიმულატორის ჩადგმას, ანუ პეისმეიკერის იმპლანტაციას, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკაშვირებული - 21 000 ლარი, რის შემდეგაც ანა აუცილებლად უნდა გაემგზავროს თურქეთში სამკურნალოდ.

გთხოვთ გვერდში დგომას... პირველ ეტაპზე კარდიოსტიმულატორისთვის უნდა მოვახიდნოთ თანხის მობილიზება, შემდეგ კი იმისთვის, რომ ანამ შეძლოს, თურქეთში გამგზავრება, მკურნალობა და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

გთხოვთ, მხარში დგომას.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE08BG0000000813745500

მიმღები

მაია კალანდაძე

თიბისი ბანკი

GE91TB7223445061100006

მიმღები ანა კალანდაძე