"კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც თბილისს ჰყოლია" - კვირის პალიტრა

"კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც თბილისს ჰყოლია"

ვფიქრობ, რომ კახა კალაძე არის ერთ-ერთი კორუმპირებული მერი, რომელიც ამ ქალაქს ჰყოლია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ის და მისი პარტია შესაძლოა, ხვალ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს არასდროს გადადგამენ, რის კონტექსტშიც დედაქალაქის მერმა ოპოზიციური პარტიების აქციები და პარლამენტის პიკეტირების გეგმა უარყოფითად შეაფასა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კალაძის კორუფციულ სქემებზე შესაბამის საგამოძიებო უწყებებს საქმეები აქვს აღძრული.

"კახა კალაძეზე იმდენი საქმე აქვს უკვე პროკურატურას და სუს-ის ანტიკურუფციულ სააგენტოს აღძრული, რომ ის ვერასდროს ითამაშებს თავის დამოუკიდებელ თამაშს, იმიტომ, რომ მისი ყოველი დღე კორუფციულია. დოკუმენტებითაც, დადგენილებებში ჩანს ის ფინანსური სქემები, რომლებსაც ქალაქის მერია აკეთებს. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო