მამუკა ბახტაძე ტყუპების მამა გახდა - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე ტყუპების მამა გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მამა გახდა - შვილების შეძენას "ფეისბუქზე" გიორგი ჭოლაძე ულოცავს. ჭოლაძე ბახტაძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მისი აპარატის უფროსი იყო.

"ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას!" - წერს ჭოლაძე. (წყარო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩეულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - "რეიტინგის" ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს საყვარელი ქალი ჰყავს, რომელთანაც 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.

იხილეთ ასევე: ვინ არის მამუკა ბახტაძის რჩეული - ექსპრემიერის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა