"აქედან ყველანი მივდივართ სალობიეში" - კვირის პალიტრა

"აქედან ყველანი მივდივართ სალობიეში"

აქედან ყველანი მივდივართ სალობიეში, - ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ნიკა მელიამ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ახლა უნდა დაშლილიყვნენ და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუთავისუფლეს და გადაადგილების საშუალება მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"