სავარაუდოდ, გაზით არასრულწლოვანი მოიწამლა - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, გაზით არასრულწლოვანი მოიწამლა

გორში, სავარაუდოდ, გაზით არასრულწლოვანი მოიწამლა. 16 წლის მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით, სასწრაფო დამხარების ჯგუფმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მოზარდს CO-თი ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაეწია დახმარება და მოთავსებულია სტაციონარში. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"