"დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. სულ რაღაც ორი წუთის საქმე მქონდა პარლამენტში და ახლა წავალ" - კვირის პალიტრა

"დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. სულ რაღაც ორი წუთის საქმე მქონდა პარლამენტში და ახლა წავალ"

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ არის.

როგორც ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ტყიბულის მაჟორიტარმა ელგუჯა გოცირიძემ განუცხადა, ის უმრავლესობის სხდომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ელგუჯა გოცირიძის თქმით, მისთვის უჩვეულოა, რატომ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები პარლამენტში ადრე.

"ჩემთვისაც უჩვეულოა. დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებაა რაიონში დღეს და იქ მინდა წასვლა. სულ რაღაც ორი წუთის საქმე მქონდა (პარლამენტში) და ახლა წავალ. კი არ შემოვიარე, საქმე მქონდა და ამისთვის მოვედი. არ ვიცი, არის თუ არა დღეს უმრავლესობის სხდომა. არ ვარ საქმის კურსში. დღეს სესიაზე დასწრებას არ ვაპირებ. ტყიბულში მინდა, რომ ჩავიდე. კიდევ რაღაც გამომიჩნდა, საღამოს არის საქველმოქმედო ღობისძიება და მინდა წასვლა", - განუცხადა ელგუჯა გოცირიძემ ჟურბალისტებს პარლამენტის ეზოში.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაავალეს თუ არა მას, რომ ადრე მისულიყო პარლამენტში, გოცირიძემ აღნიშნა, რომ მას არავინ არაფერს ავალებს.

"ინტერპრესნიუსი"