"ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული მეუღლეს იძულებით შეურიგდა, მერე დაბრუნდა, მაგრამ არ ვაპატიე" - კვირის პალიტრა

"ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული მეუღლეს იძულებით შეურიგდა, მერე დაბრუნდა, მაგრამ არ ვაპატიე"

ყველასათვის ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი კონცერტებთან და სხვა საინტერესო მოვლენებთან დაკავშირებულ ამბებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" იხსენებს:

- პირად ცხოვრებაში რა ხდება, ისევ მარტო ხარ?

- ერთი წელია წასულია ქვეყნიდან, ჩამოვა და შევხვდებით ერთმანეთს. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისთვის წვეთი ალკოჰოლის დალევა არ შეიძლებ და სვამს, ამაზე გვაქვს ჩხუბი. ახალი სიყვარულისთვის მზად ვარ.

მინდა საყვარელი ადამიანის გვერდით გავიღვიძო, მაგრამ წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ერთად არ ხდება...

- რთულია შენი გაძლება?

- კანფეტი და შოკოლადი არა ვარ, ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ.

- უღალატიათ შენთვის?

- ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული მეუღლეს იძულებით შეურიგდა, მერე დაბრუნდა, მაგრამ არ ვაპატიე. არადა, რომ მიმეღო, დღეს შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავი, შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. ის მე დღესაც მიყვარს.

- დაოჯახებულ ადამიანთან გქონდა ურთიერთობა?

- იმ დროს მეც ცოლი მყავდა, მაგრამ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ის ტელევიზიაში მუშაობდა და ხშირად ვხვდებოდით, შევეფეთეთ და აქ დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი. მაშინ მე ვარსკვლავი არ ვიყავი, მერე დრო გავიდა, ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი.

ერთ დღეს ფილარმონიაში კონცერტისთვის ვემზადებოდი, აჩიკო მეფარიძე მპრანჭავდა და შემოვიდა ეს ადამიანი. იმ დღიდანვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ეს იყო გიჟური სიყვარული.

- მისმა მეუღლემ გაიგო შენი არსებობა?

- გაიგო და მაგიტომ შეირიგა. როცა გვერდით გვყავს, არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვტირით.

მე სასიკვდილოდ გადავიტანე მათი შერიგება, ვენები გადავიჭერი, თავის მოკვლა მინდოდა. მაშინ 30 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და შანსი არ იყო მოხსნის. სამი მანქანით დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში. შავები მეცვა, მაგარი "კაზაჩოკები" და უზარმაზარი ანტიკვარული ჯვარი მეკიდა. ბედნიერი წუთები მქონდა, არადა, შინაგანად ცოცხალმკვდარი ვიყავი.

ასე დასრულდა ეს ლამაზი ზღაპარი. (იხილეთ სრულად)