"დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება" - ქუთაისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები დაუშინეს
ქუთაისში, "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, სახელწოდებით: "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება". მოგვიანებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან გადაინაცვლეს.
"საქართველო ნაცების გარეშე", "მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ", "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"ინტერპრესნიუსი"