ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ - რას ამბობენ ახლობლები? - კვირის პალიტრა

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ - რას ამბობენ ახლობლები?

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი და სამაშველო სამსახური მეორე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალგაზრდები ერთმანეთისთვის სიძე და ცოლისძმა არიან.

გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ბიჭების ნავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დინებამ წაიღო და ისინი ცოცხლები არიან.

ოჯახი დაკარგულების ფოტოებს ავრცელებს და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს თხოვნით მიმართავს - თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს.

26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დაიკარგნენ. გაგრძელება