სიღნაღში სიძემ სიმამრი მოკლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამარს შორის ამ მოტივით უთანხმოება ხშირად იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"