კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი "წმინდა მთაზე" ისევ თეთრი ცხენით ავიდა. მედიის ცნობით, ამ ადგილას მეორე მსოფლიო ომის დროს განლაგებული იყო ანტი-იაპონური პარტიზანული ლაგერები.

კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტოები ლიდერის, მისი მეუღლის და ლეიტენანტების, რომლებიც ასევე თეთრ ცხენებზე სხედან.

პაექტუს მთა და თეთრი ცხენები კიმ ჩენ ინის ოჯახის დინასტიის სიმბოლოებია. როგორც წესი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მთას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე სტუმრობს.

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებს "საშობაო საჩუქრით" დაემუქრა. მათი თქმით, ვაშინგტონისთვის მიცემული ვადა, რომ "შეცვალოს მტრული პოლიტიკა", იწურება.

"ინტერპრესნიუსი"