თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში დაპირისპირების შედეგად, ორი ახალგაზრდა დაიჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაპირისპირება წუხელ ახალგაზრდებს შორის აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. დაშავებულებს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაჭრილები საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტურები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაპირისპირებაში მონაწილე და ძებნილი პირების რაოდენობას.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"